გაკვეთილის
გეგმის სქემა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
„წრფივი და მაჩვენებლიანი ფუნქცია საბანკო
სისტემაში“
2011/ 25 მაისი
|
სწავლების საფეხური
|
III საფეხური - 11 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
23 მოსწავლე
განსაკუთრებულ
მიდგომას არ საჭიროებს არცერთი
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილის
აქტუალურობა გამოიხატება მის პრაქტიკულობაში.
კარგად ვიყენებთ მას ცხოვრებისეული სიტუაციებიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის
დროს
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მათ.
XI.4. მოსწავლეს
შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს რიცხვის ხარისხსა და ლოგარითმს, ხარისხისა და ლოგარითმის თვისებებს
პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან მომდირე ამოცანების
ამოხსნისას (მაგალითად, ენტროპია ბიოლოგიასა
და ფიზიკაში, რადიოაქტიული დაშლა და დათარიღების მეთოდები);
·
განსაზღვრავს და იყენებს შესაფერის ერთეულებს სიდიდის ცვლილების სიჩქარის
აღსაწერად; ადგენს სხვადასხვა ერთეულებს შორის თანაფარდობას.
მათ. XI.5.
მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების
გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს (ტრიგონომეტრიულ, უბან-უბან წრფივ, საფეხურებრივ, მაჩვენებლიან,
ლოგარითმულ) ფუნქციებს და მათ თვისებებს რეალური პროცესების მოდელირებისას;
·
ახდენს ფუნქციის ნულების, ფუნქციის მაქსიმუმის/მინიმუმის ინტერპრეტირებას
იმ რეალური პროცესის/ვითარების კონტექსტში, რომელიც ამ ფუნქციით აღიწერება;
იყენებს
სიბრტყეზე წრფივი ოპტიმიზაციის მეთოდებს რეალურ ვითარებასთან დაკავშირებულ ამოცანებში
(მაგალითად, შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების ამოცანებში) წრფივის ფუნქციის მაქსიმუმის/მინიმუმის
მოძებნისას.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლემ
უნდა იცოდეს რა არის პროცენტი? რა არის არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესია? ასევე,
უნდა იცოდეს ფუნქციის გრაფიკის აგება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან
შემდეგი კრიტერიუმებით:
კომპონენტი: საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობა
შეფასება: განმავითარებელი
•
ესმის
პროცენტის აზრი
•
ანგარიშობს
სწრაფად და სწორად როგორც ზეპირად, ასევე კალკულატორის გამოყენებით
•
განასხვავებს მარტივ და რთულ პროცენტს
•
განასხვავებს არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიებს
•
შეუძლია
ფუნქციის (წრფივი და მაჩვენებლიანი) გრაფიკის აგება
•
შეუძლია
გრაფიკის „წაკითხვა“
•
ხსნის
პრაგმატულ ამოცანებს
•
ერთვება
დისკუსიაში
•
ეფექტურად
მუშაობს ჯგუფში
•
საკუთარ
აზრს აყალიბებს ნათლად და მკაფიოდ
•
კორექტულია
თანაკლასელებთან და მასწავლებელთან მიმართებაში
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
ვიყენებთ
smartboard-ს
პროგრამები
: internet, PowerPoint
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
PowerPoint - ის საშუალებით შექმნილი მაქვს დიკუმენტი, რომელზედაც დატანილია
უამრავი საინტერესო ფოტო მასალა. თავდაპირველად მთელ კლასთან საუბარი შედგება და
შევეცდებით გავაცოცხლოთ თითოეული სურათი, რომელიც ეხება განსახილველ საკითხს. როდესაც
მოსწავლეები მიხვდებიან რაზეც გვექნება საუბარი, ამის შემდეგ გადავალთ ამოცანების
ამოხსნაზე (ამოცანებიც იქნება იქვე). მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად, რომლებსაც
მიეცემათ ერთიდაიგივე ამოცანა, ოღონდაც სხვადასხვა კითხვაზე ექნებათ პასუხი გასაცემი.
შედეგებს გადავამოწმებთ ელექტრონული კალკულატორით. შემდეგ მოცემული ამოცანის მიხედვით
ავაგებთ წრფივი და მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკებს. რთული და მარტივი პროცენტის
შესახებ მოსწავლეებს მიეცემათ ამოცანა, რომელიც ერთ-ერთ ფორუმზე აღმოვაჩინე - მასწავლებლისა
და მოსწავლის კამათია ამოცანის გარშემო. აქაც მოუწევთ კამათი და ჭეშმარიტების დადგენა.
ასევე, ჩვენს ვარაუდებს გადავამოწმებთ ელექტრონული კალკულატორით. შემდეგ მიმოვიხილავთ
საქართველოში მოქმედ რამდენიმე ბანკს (მათ საანაბრო სისტემას) და ბოლოს დავალებად
მიეცემათ მათ სახლთან მდებარე უახლოეს ბანკში საანაბრო სისტემის გარკვევა.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий